LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერი ილია, რომელიც უწმინდესს საოცრად ჰგავს – ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილია მეორის ძმის შვილიშვილი პატრიარქის გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე აღიკვეცა

2205
ბერი ილია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 მარტს, პატრიარქის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მონასტერში მნიშვნელოვანი საეკლესიო რიტუალი აღსრულდა.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტმა მაქსიმემ (ბეჭვაია) მონაზვნად აღკვეცა მორჩილი გრიგოლი (ნადიბაიძე), რომელსაც სახელად ილია ეწოდა.

„ამა წლის 15 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით , ბათუმის ყოვლადწმიდა სამების სახელობის მონასტერში, ჯვართამაღლების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მაქსიმემ (ბეჭვაია) მონაზვნად აღკვეცა იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი გრიგოლი (ნადიბაიძე) და სახელად ეწოდა ილია“, – აღნიშნულია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ფეისბუკ გვერდზე.

როგორც გამოცემა Ambebi.ge წერს, ახლად აღკვეცილი ბერი ილია მეორის ძმის შვილიშვილია.

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ახალგაზრდა ბერისა და პატრიარქის საოცარი ვიზუალური მსგავსების გამო. აღსანიშნავია, რომ პაატა ნადიბაიძე (ბერობაში – ილია) სულიერ გზაზე ზუსტად ერთი წლის წინ შედგა, ხოლო ზუსტად ერთი წლის თავზე, სიმბოლურად, წინაპრის სახელი მიიღო და მონაზვნად აღიკვეცა.

magti 5g