გერმანიის მთავრობა აპირებს, დაანგრიოს ვილა, რომელიც ოდესღაც იოზეფ გებელსს ეკუთვნოდა, ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრს, წერს The Times.
ამ მომენტისთვის, ბერლინის სიახლოვეს ტბის პირას გაშენებული კომპლექსი ქალაქის მფლობელობაშია და რესტავრაცია ესაჭიროება. ამასთან, ვილის ყოველწლიური შენახვა და მომსახურება ბერლინის ბიუჯეტს 280 ათასი ევრო უჯდება.
ქალაქის მერია და ზოგადად გერმანიის ფედერალური ხელისუფლება ვილის რესტავრირებისთვის თანხების გასაღებად მზად არ არის. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში შენობის შესაძლო დემონტაჟზე დაიწყეს საუბარი.
თუმცა, როგორ მოხერხდება ამის გაკეთება რთული სათქმელია, რადგან ვილა უკვე 20 წელზე მეტია უფუნქციოა.