LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბილბორდის ცხელ ასეულში” Shaboozey-იმ ჰიტით – A Bar Song (Tipsy) პირველობა დაიბრუნა და ახალი რეკორდიც დაამყარა

141
photo-collage.png (12)

Shaboozey-იმ ჰიტით – A Bar Song (Tipsy) ,,ბილბორდის ცხელ ასეულში” პირველობა დაიბრუნა. სიმღერამ ლიდერობა წინა კვირას მეორედ, ისევ მხოლოდ ერთი კვირით დათმო, თუმცა ამ კვირის განახლებული შედეგით, პოზიცია კვლავ გაიმყარა.

ამრიგად, 2024-ის ერთ-ერთმა ტოპ ჩანაწერმა ახალი რეკორდიც მიითვალა და ჰიტ-აღლუმის 16 კვირიან რეკორდსმენთა სიაში შევიდა. აქამდე, 16 კვირიანი რეკორდი ლუის ფონსის, დედი იანკისა და ჯასტინ ბიბერის კოლაბორაციას Despacito, მერაია ქერისა და Boyz II Men-ის დუეტს One Sweet Day და მორგან უოლენის ტრეკს – Last Night ეკუთვნოდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას კომპოზიციას პირველობა, სწორედ ამ უკანასკნელის უახლესმა სინგლმა – Love Somebody დაათმობინა.

,,ბილბორდის ცხელ ასეულში” Shaboozey-ის ჰიტის A Bar Song (Tipsy) ჰეგემონია მორგან უოლენის უახლესმა სინგლმა დაასრულა

იმ შემთხვევაში, თუ 29 წლის არტისტის გამორჩეული ნამუშევარი მომავალ კვირასაც რეიტინგის დომინანტი იქნება, მაშინ ის 17 კვირიან რეკორდს მიაღწევს. 17 კვირიანი რეკორდი აქამდე მხოლოდ Lil Nas X-მა და ბილი რეი საირუსმა გადალახეს. ჩარტის 66 წლიან ისტორიაში, Old Town Road ერთადერთია, რომელმაც რეიტინგის წამყვანი პოზიცია ყველაზე დიდხანს დაიკავა. 2019 წელს, ის 19 კვირა ჰიტ-პარადის ლიდერი იყო, რაც ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია. ,,ბილბორდის ცხელ ასეულში” სიმღერის სოლო ვერსია Lil Nas X-ის შესრულებით 13 აპრილს, მომდევნო კვირიდან კი, ბილი რეი საირუსის თანხლებით მოექცა.

შეგახსენებთ, რომ A Bar Song (Tipsy) Shaboozey-ის 2024 წლის მესამე სტუდიური ალბომის – Where I’ve Been, Isn’t Where I’m Going მეოთხე სინგლია. თავდაპირველად, სიმღერა ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” სათავეში 13 ივლისს მოექცა, შემდეგ პირველი ადგილი ერთი კვირით კენდრიკ ლამარის ჰიტის – Not Like Us გამო დათმო, ხოლო 27 ივლისიდან, ლიდერი პოზიციის გამყარება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები