LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესის ადმინისტრირებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ღია კარის დღე გაიმართება

86

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ 26 მარტს, 14:00 საათზე, მომავალი ბაკალავრიატებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. ღია კარის დღე საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში (მისამართი: ალ. ყაზბეგის N14ბ) გაიმართება.

“ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც სურს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის გაგრძელება. აბიტურიენტებს, საბაკალავრო პროგრამას უნივერსიტეტის რექტორი აკაკი ხელაძე გააცნობს, ასევე საშუალება ექნებათ, უშუალოდ გაიცნონ მომავალი ლექტორები და დაათვალიერონ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შენობა”, – განაცხადეს უნივერსიტეტში.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის (BBA) კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დაიკავონ კერძო და საჯარო სექტორში მენეჯერული პოზიციები: მარკეტინგის, მენეჯმენტის და ფინანსების მიმართულებით. ასევე ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში და თავად უხელმძღვანელონ სხვადასხვა ინდუსტრიაში მიკრო და მცირე ბიზნესს.

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BBA) წელს 60 სტუდენტს მიიღებს. აღნიშნული პროგრამა 4 წლიანია და სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის, მნიშვნელოვანია სწავლის დაფინანსების სქემა. მიღებული სტუდენტების 10%-ი მიიღებს 100%-იან დაფინანსებას, რაც ნიშნავს, იმას, რომ სრულიად უფასოდ ისწავლის. სტუდენტთა, 20%-ი მიიღებს 50%-იან დაფინანსებას, გადაიხდის სწავლის საფასურის ნახევარს. ყველა სტუდენტი კი ისარგებლებს სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი და მათზე მორგებული გრაფიკით.

დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამასთან (BBA) დაკავშირებით ეწვიეთ: www.bog.edu.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g