LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლექ სი არენა: „არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია, ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს, რუსეთი ოკუპანტია“

342
fot

ბლექ სი არენა The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის მათი პოზიცია.

„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია“, – წერს კომპანია Facebook-ზე.

„ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვსურდა და ბოდიშს ვიხდით“ – Black Sea Arena – ზე კონცერტის შემდეგ The Killers-ი განცხადებას ავრცელებს

ცნობისთვის, Black Sea Arena-ზე გამართული The Killers-ის კონცერტი რუსი დრამერის სცენაზე აყვანის გამო მსმენელის ნაწილმა დატოვა.

ერთ-ერთი სიმღერის შესრულების წინ, ჯგუფის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა, ტრადიციულად, იკითხა იყვნენ თუ არა დარბაზში შეკრებილ მსმენელთა შორის ისეთები, ვინც დრამზე დაკვრა იცოდნენ.

შერჩეული დრამერი ფლაუერსმა სცენაზე აიყვანა და ეროვნების შესახებ ჰკითხა, შემდეგ კი აუდიტორიას ჰკითხა მისაღები იყო თუ არა მათთვის ის, რომ შერჩეული დრამერი რუსი აღმოჩნდა.

დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. სიმღერის დასრულებას კი მსმენელთა ნაწილის მხრიდან სტვენა მოჰყვა.

ამის შემდეგ, The Killers-ის ფრონტმენმა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ დარბაზში შეკრებილი მსმენელები ერთმანეთის დები და ძმები არიან.

ფლაუერსის მიმართვას აუდიტორიის მხრიდან კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, მსმენელთა დიდმა ნაწილმა კი დარბაზი დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g