აშშ ევროპელ კოლეგებთან ერთად რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს.
ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„რაც შეეხება ნავთობს, რუსულ ნავთობს, გუშინ მე მქონდა ზარი პრეზიდენტთან და კაბინეტის სხვა წევრებთან ზუსტად ამ თემაზე. ახლა ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და მოკავშირეებს, რათა კოორდინირებულად შევხედოთ პერსპექტივას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ”, – აღნიშნა ბლინკენმა.
როგორც CNN-ი წერს, ნავთობის ექსპორტზე სანქციები უპრეცედენტო ნაბიჯი იქნება, რადგან რუსეთი მსოფლიოში ნავთობის ნომერ მეორე მწარმოებელია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:
