LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW 575 ათას ავტომობილს გამოიწვევს – მიზეზი ხანძრის რისკი

102
ქირიას NEWS შაბლონი (1)

გერმანული ავტოკომპანია BMW ასიათასობით ავტომობილის გაწვევას ტექნიკური ხარვეზის გამო აპირებს, ამ ხარვეზმა შესაძლოა ხანძარი გამოიწვიოს. ინფორმაციას გერმანული სააგენტო Deutsche Presse-Agentur (dpa) ავრცელებს.

გაწვევის კამპანია მთელ მსოფლიოში დაახლოებით 575 000 ავტომობილს შეეხება. მათგან 28 582 ერთეული გერმანიაშია რეგისტრირებული.

კომპანიის ინფორმაციით, პრობლემის წყარო სტარტერია, რომელიც შესაძლოა დაზიანდეს, გადახურდეს და უკიდურეს შემთხვევაში მოძრაობის დროს ავტომობილის აალებაც გამოიწვიოს. 

გაწვევა შეეხება 10 მოდელს: BMW 2 სერიის კუპე, 3, 4, 5, 6 (Gran Turismo) და 7 სერიები, ასევე კროსოვერები X4, X5, X6 და როდსტერი Z4. ხარვეზი ეხება 2020 წლის ივლისიდან 2022 წლის ივლისამდე წარმოებულ ავტომობილებს.

სერვისის კამპანიის ფარგლებში დეფექტურ დეტალს მომხმარებლებს უფასოდ შეუცვლიან.

BMW მფლობელებს აფრთხილებს, რომ გაუმართაობის შემთხვევაში შესაძლოა ბოლი გამოჩნდეს როგორც მოძრაობისას, ისე ავტომობილის გაჩერების შემდეგ. კომპანიამ რეკომენდაცია გასცა, რომ სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე მძღოლებმა ძრავა უყურადღებოდ არ დატოვონ ჩართული.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემა უკვე დაფიქსირდა 2024 წლის ნოემბერში ჩინეთში, სადაც დაახლოებით 140 000 BMW-ის ავტომობილი გამოიწვიეს. მაშინ მიზეზად სტარტერის კორპუსის ჰერმეტულობის დარღვევა სახელდებოდა, რაც წყლის შეღწევას და შედეგად მოკლე ჩართვასა და გადახურებას იწვევდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები