ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსი 2 401 ადამიანს გამოუვლინდა: ეს ანტირეკორდია
5 ნოემბერს, კორონავირუსით თბილისში 10, აჭარაში 2 , იმერეთში 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 1 ადამიანი გარდაიცვალა.
მისი განმარტებით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა კი ჯამში 49 218-ს შეადგენს.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 401 გარდაცვალების შემთხვევა.
976 შემთხვევა თბილისში – რა ხდება რეგიონებში