LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლომდე გაუფრთხილდა იმ მხეცს ჩემი გოგო. ბოლომდე უნახა ნამუსი, ბოლომდე უწმინდა ნაგავი, ვერ გაწირა, ვერ უჩივლა, ვერ დააჭერინა… უყვარდა მანიაკი და გაუფრთხილდა, ბოლო ამოსუნთქვამდე…“ – თამუნა მუსერიძე კესარია აბრამიძესთან მიმოწერას გვიზიარებს, სადაც კესო ბექა ჯაიანის მუქარებზე საუბრობს

6380
თამუნა მუსერიძე

„ბოლომდე გაუფრთხილდა იმ მხეცს ჩემი გოგო. ბოლომდე უნახა ნამუსი, ბოლომდე უწმინდა ნაგავი, ვერ გაწირა, ვერ უჩივლა, ვერ დააჭერინა. იმდენად თავმოყვარე იყო, სანამ არ დაშორდა, მანამდე არ გაგვაგებინა ძალადობის მსხვერპლი რომ იყო. რომ შეურიგდა, მერე მალავდა და ამართლებდა“, – ამის შესახებ თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს და კესარია აბრამიძესთან არსებულ მიმოწერას აქვეყნებს, სადაც კესო ბექა ჯაიანზე და მისი მხრიდან განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს.

„არ გვიყვებოდა რა დღეშიც აგდებდა. ერთხელ საქართველოდან გაექცა და მაინც დაიბრუნა იმ ავაზაკმა. მერე ისევ დაშორდნენ და ბოლოს ყველაზე სუსტ წერტილზე დააბიჯა. მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვო, მოემზადე, ჩვენი ფოტოც დადეო. დღეს კესო აღარ გვყავს. ჩვენთვის აღარაფერი შეიცვლება, მაგრამ თქვენ მაინც იცოდეთ, როგორ თავდავიწყებით უყვარდა მანიაკი და როგორ გაუფრთხილდა 💔 ბოლო ამოსუნთქვამდე 💔“, – წერს თამუნა მუსერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g