ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმს ეხმიანება და აცხადებს, რომ “მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა”.
„მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა: ანატოლი ბიბილოვი
როგორც სააკაშვილი წერს, საქართველო, გამარგინალებული დიდი საფრთხის წინაშე, პრაქტიკულად, მოკავშირეების გარეშე დარჩა:
“ხდება ზუსტად ის, რაზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველას ვაფრთხილებდი. მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა.
ბიბილოვმა ერთი გამოსვლით მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა.
შესაბამისად, დავრჩით პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე, გამარგინალებული ამ დიდი საფრთხის წინაშე. იქნებ ახლა მაინც მოეგონ გონს და გადადგან ნაბიჯები ერთიანობისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მუშაობისკენ”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს, დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს სურს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია რუსეთის ნაწილი გახდეს.
როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა, დინა გასიევამ განაცხადა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება.