ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგან მარკლს პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა. დისკუსიები მას შემდეგ დაიწყო, რაც სასექსის ჰერცოგინია „ბალენსიაგსა“ ჩვენებაზე გამოჩნდა.
შვიდი წლის ინტერვალით გადაღებული მისი ორი ფოტოს შედარების შედეგად, ზოგიერთმა დაასკვნა, რომ 44 წლის ჰერცოგინიამ ცხვირის და ყბის ფორმები შეიცვალა და შუბლზე ბოტოქსის ინექციები გაიკეთა. ზოგიერთმა ასევე ივარაუდა, რომ მეგანი გასახდომ პრეპარატს „ოზემპიკს” იყენებს, რის გამოც მისი სახის ოვალი შეიცვალა.
„ინსტაგრამზე“ ბევრმა გამომწერმა გააკრიტიკა ეს ცვლილებები: „როგორც ჩანს, მას ნიკაპის კორექცია ჩაუტარდა, რამდენიმე ცხვირის ოპერაცია, სახის ლიფტინგი და ყბის ოპერაცია. საშინლად გამოიყურება“,„როგორც ბოროტი ჯადოქარი“, „როგორც ჩანს, მისი სახე და ცხვირი დავიწროვდა, ყბა კი დაუპატარავდა. მისი ყოფილი სახისგან თითქმის აღარაფერი დარჩა“, „ის უბრალოდ საშინლად გამოიყურება! არცერთი ნორმალური ადამიანი ამას არ გაუკეთებდა საკუთარ თავს“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ვიდეო: მეგან მარკლის კულინარიული შოუს ანონსმა სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია



