LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდება, რომ თითქოს ვიღაცას ვაწამებთ, ტყუილია, შემოსახლებიდან დღემდე ჰყავდა 179 ვიზიტორი, აქვს ტელევიზორი და მაცივარი – ბრეგაძე სააკაშვილზე

141
Untitled design - 2021-11-11T135547.923

ბრალდება, რომ თითქოს ვიღაცას ვაწამებთ ან არაადამიანურად ვეპყრობით, არის ტყუილი, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ჩამოთვალა ის პირობები, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან იმყოფება.

„განვმარტავთ: შემოსახლებიდან დღემდე ბატონ მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 179 ვიზიტორი. ასევე მას შემოსახლებისთანავე, ზუსტად 2 დღეში მათ შორის არასამუშაო დღეებში, ამასაც ხაზს გავუსვამ, დაუმზადდა საბანკო ბარათი.

ასევე, მას აქვს ტელევიზორი და როდესაც ამოეწურა თანხა ბარათზე და უნდოდა მაცივარი, ადმინისტრაციამ კეთილი ნების საფუძველზე მისი ეს თხოვნა შეასრულა.

ჩვენ საზოგადოებას ვეტყვი, რომ მუდმივ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში მასთან მორიგეობდა რეანომობილი და ასევე იქ მორიგეობდნენ ექიმები, რომლებიც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ.

ვიდეო: პენიტენციური სამსახური გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სწორედ ჩვენ შევქმენით კონსილიუმი, რომლის მიზანიც იყო, რომ ჩვენს კვალიფიციურ პერსონალთან ერთად გაეწიათ გარკვეული რეკომენდაციები, რომელსაც მაქსიმალურად ვითვალისწინებდით ყოველ ჯერზე.

ასევე, ჩვენ შევქმენით ცალკე სამუშაო ჯგუფი, რომელიც მართლაც უპრეცედენტოა. მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობის კუთხით.

სწორედ ჩვენ შემოვიყვანეთ ამ ჯგუფში სახალხო დამცველი, პარლამენტის 2 კომიტეტის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი.

და ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ღია და ხელმისაწვდომი.

თუმცა, რა ინფორმაციაც არ უნდა მივაწოდოთ ჩვენ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი ოპონენტები მაინც აგრძელებენ მსგავსი ტიპის ბრალდებების კეთებას. რაც ბუნებრივია, მათი პრობლემაა. საზოგადოება ყველაფერს ხედავს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები