ორი დასავლური გამოცემა, Page Six და In Touch ბრედ პიტის შესახებ უახლეს დეტალებს ავრცელებს. მათი ცნობით, 60 წლის მსახიობი სულ უფრო და უფრო მეტად განიცდის შვილებთან განშორების საკითხს და გული სტკივა, რომ შობა-ახალ წელს მათ გარეშე გაატარებს.
„დღესასწაულები მისთვის არ იქნება ბედნიერი, რადგან ის მათ შვილების გარეშე გაატარებს, ბრედი უფრი და უფრო მტკივნეულად განიცდის მათთან კავშირის გაწყვეტას და სურს, რომ მათთან ურთიერთობა დაალაგოს“, – წერს წყარო.
ტაბლოიდები ასევე პიტისა და 31 წლის ინეს დე რამონის ურთიერთობაზეც წერენ.
„ბრედი მზადაა ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადავიდეს და სურს, ინესი ცოლად მოიყვანოს. ის მას ყველა პუნქტში აკმაყოფილებს. ბრედი ამბობს, რომ ინესის სახით დიდი ჯეკპოტი მოიგო“, – წერს ინსაიდერი.
ბრედ პიტის მშობლებს შვილიშვილები 8 წელია არ უნახავთ


