როგორც ცნობილია, ბრედ პიტი და სანდრა ბალოკი ეკრანებზე ერთად პირველად გამოჩნდებიან. საუბარია ტრილერზე, „მატარებელი“. მძაფრსიუჟეტიან ფილმს იაპონელი მწერლის, მარია ბითლის რომანის მიხედვით იღებენ.
თუმცა, ამჯერად სხვა ფილმზე გიამბობთ, სანდრა და ბრედი კიდევ ერთ ფილმში გამოჩნდებიან ერთად. ეს ბრედის პირველი გამოჩენაა 2019 წლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ პლანეტის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი გრძელ თმაშია წარმოდგენილი.
სათავგადასავლო ფილმში ბრედი ეპიზოდურ როლს ასრულებს, მთავარ როლში კი სანდრა ბულოკი და ჩენინგ ტატუმი მოგვევლინებიან, მათ პარტნიორობას დენიელ რედკლიფი გაუწევს.
სულ ცოტა ხნის წინ სათავგადასავლო, ფანტასტიკური ჟანრის ფილმის, „დაკარგული ქალაქი“ პირველი თრეილერი გავრცელდა. წინ საოცრად შთამბეჭდავი, საინტერესო და დაძაბული ფილმი გველოდება, რომელიც კინოეკრანებზე 2022 წელს გამოვა.