„პოპის პრინცესას“, ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი ბოლოს და ბოლოს დასრულდა. ჯერჯერობით უცნობია, რაზე შეთანხმდა ბრიტნი და მისი მამა, ჯეიმი სპირსი, თუმცა ის კი ვიცით, რომ საქმე არტისტის სასიკეთოდ დასრულდა და ის მეურვეობისგან საბოლოოდ გათავისუფლდა.
„ბრიტნი სპირსი არის და ყოველთვის იქნება საოცარი და მამაცი ხელოვანი. ახლა მან დიდი ხნის სურვილი აისრულა და საბოლოოდ გათავისუფლდა“, – განაცხადა მუსიკოსის ადვოკატმა მეთიუ როზენგარტმა.
შეგახსენებთ, ბრიტნი მამის მეურვეობის ქვეშ 2008 წლიდან იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში მომღერლის ფინანსებსაც სწორედ მამამისი განაგებდა.
ფოტო/ვიდეო: 42 წლის ბრიტნი სპირსი სრულიად გაშიშვლდა – პოპის პრინცესას ტროპიკული არდადეგები
ბრიტნი სპირსმა ექს-მეუღლესთან გადაღებული ცეცხლოვანი ვიდეო გაავრცელა