პოპ-ვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის დაკავების შემდეგ, სამართალდამცავებმა მის ავტომობილში უცნობი ნივთიერებები აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა TMZ იუწყება.
ბრიტნი სპირსის დრამატული დაკავება – 911-ის ჩანაწერი ერთსაათიან დევნას ასახავს
ბრიტნი სპირსი დააკავეს – მომღერალმა ,,ინსტაგრამის” ანგარიში გააუქმა
სამართალდამცავი უწყებები თავდაპირველად ეჭვობდნენ, რომ ის ავტომობილს მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა, ახლა კი გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ბრიტნი აკრძალული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშაც იმყოფებოდა.
სპირსს უკვე აუღეს სისხლის ანალიზი, რომლის შედეგებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. თუ ტესტი დადებითი აღმოჩნდება, ვარსკვლავს პატიმრობაც კი შეიძლება დაემუქროს.
გამოცემა People-თან მომღერლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „სპირსის ვაჟები ღრმად შეშფოთებულნი არიან დედის დაკავების ამბით და გეგმავენ მის მონახულებას“. მისი თქმით, ოჯახის წევრები ცდილობენ შეიმუშაონ გეგმა, რომელიც მომღერალს მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ცნობისთვის, 2008 წელს, მომღერალს მძიმე ფსიქოლოგიური კრიზისი ჰქონდა, რის შემდეგაც იგი მამამისის მეურვეობის ქვეშ მოექცა. მეურვეობის დასრულების შემდეგ მომღერალმა სოციალურ ქსელებში არაერთი უცნაური ვიდეო გამოაქვეყნა. ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპირსმა საკუთარი სიმღერების უფლებები დაახლოებით 200 მილიონ დოლარად გაყიდა.

