ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Bugatti-მ W16 Mistral-ის ახალი ექსკლუზიური ვერსია წარადგინა. პროექტი შექმნილია ინდივიდუალური პერსონალიზაციის პროგრამის – Bugatti Sur Mesure-ის ფარგლებში და სახელწოდება La Perle Rare („იშვიათი მარგალიტი“) მიიღო.
მოდელის მთავარი განმასხავებელი ნიშანი მისი დიზაინია.
ავტომობილის ძარა შესრულებულია თეთრ ფერში ოქროსფერი ხაზებით, რასაც Bugatti „სკულპტურულ, დინამიკურ ესთეტიკას“ უწოდებს. თეთრისა და ოქროს კომბინაცია რთული პროცესით შეიქმნა, სადაც თითოეული ხაზი დეტალურად არის დამუშავებული. ორ ფერშია შესრულებული დისკებიც.
სალონში გამოყენებულია:
თეთრი ტყავი
ოქროს დეკორი
თბილი ინტერიერის განათება

წარწერა “La Perle Rare” განთავსებულია რამდენიმე ადგილზე:
ძრავის საფარზე
აქტიურ უკანა სპოილერზე
ინტერიერის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალია ბრენდის სიმბოლო – „მოცეკვავე სპილო“, რომელიც შექმნილია სკულპტორის რემბრანტ ბუგატის მიერ. ეს ფიგურა ამშვენებს სავარძლებსაც.

ტექნიკური ნაწილი უცვლელი დარჩა:
8.0 ლიტრიანი W16 ძრავი
ოთხი ტურბო
1578 ცხენის ძალა
მაქსიმალური სიჩქარე – 420 კმ/სთ-ზე მეტი
Bugatti W16 Mistral არის ბოლო Bugatti ლეგენდარული W16 ძრავით.

სულ დაგეგმილია 99 ეგზემპლარის წარმოება, ხოლო მოდელის საწყისი ფასი 5 მილიონი ევრო იყო. სპეციალური ვერსია La Perle Rare სავარაუდოდ კიდევ უფრო ძვირი იქნება.