LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხებს ნაგვის გადაყრაში „ჭკვიანი“ სენსორები დაეხმარებიან

64
thumb-1024x663-smart-waste-collection

კარლოვი ვარში (ჩეხეთი) ნაგვის კონტეინერები „ჭკვიანი“ სენსორებით აღჭურვეს. სენსორები შიგთავსის შემცველობას გააკონტროლებენ და საქალაქო სამსახურებს ინფორმაციას გადასცემენ, ანუ ნაგვის გამტანი მანქანების მუშაობას გააუმჯობესებენ.

გარდა ამისა, ადგილობრივებისთვის ჩაუშვეს სპეციალური სერვისი, რომელიც ნებისმიერ კონტეინერში ნაგვის რაოდენობას რეალურ დროში აჩვენებს. ამ გზით ზედმეტი ნარჩენების დაგროვებას შეუშლიან ხელს.

მსგავს სისტემას ევროპის ბევრ ქალაქში იყენებენ, რათა ნაგვის მანქანა ამა თუ იმ ობიექტზე მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მივიდეს და ზედმეტი გამონაბოლქვისგან თავი დაიცვან. უფრო ზუსტად, ჭკვიანი გადამცემები აქვთ პრაღის, ბრატისლავას, ლევენის (ბელგია) ნაგვის კონტეინერებში. თუმცა, ამ ქალაქებში ამ სისტემით მხოლოდ სპეციალური სამსახურები სარგებლობენ და ადგილობრივები ნარჩენების გადამუშავებაში არ არიან ჩართული.

სიახლის მიზანი მავნე გამონაბოლქვის შემცირებაა, რამეთუ ევროპა 2050 წლისთვის დაბინძურების ნულოვანი დონის მიღწევას აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები