LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთში შექმნეს მობილური თამაში, რომელიც შფოთთან გამკლავებაში ეხმარება

66
jonas-leupe-wk-elt11pf0-unsplash

ჩეხმა პროგრამისტებმა, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტთან ერთად შექმნეს უფასო თამაში Limoterapie, რომელიც შფოთის მსუბუქ ფორმებთან გამკლავებისთვისაა საჭირო. თამაში ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობასაც შველის.

თამაშის მთავარი მისია – ლიმონათის წარმოებისთვის ქარხნის აგებაა. არჩეული ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მომხმარებელმა ონლაინ დიდი დრო გაატაროს. თუმცა, მისიის შესასრულებლად მას დღეში რამდენჯერმე დაბრუნება მოუწევს.

Limoterapie თერაპიის მეთოდზეა დაფუძნებული, როცა პაციენტს აჩვენებენ ნივთს რომელიც მასში ღელვას იწვევს, ანდაც ქმნიან სტრესულ სიტუაციას უსაფრთხო რეჟიმში. რეგულარული ვარჯიშის შემდეგ ადამიანები შფოთვის საგანს შედარებით მსუბუქად აღიქვამენ.

თამაშის შემქმნელები აღნიშნავენ, რომ Limoterapie-ს ეფექტი ფსიქოთერაპიის ეფექტზე ბევრად ნაკლებია, ამიტომ თამაშს მკურნალობის სხვა მეთოდების ჩანაცვლება არ შეუძლია.

თამაში ამ ეტაპზე მხოლოდ ჩეხურ ენაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა მომავალში მისი ინგლისური ვერსიის გამოშვებაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები