ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი ბათუმში, ე.წ-ლი „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ პატარა ქვეყანამ უნდა შეძლოს და მოახერხოს სოციალურად დაუცველი ოჯახების, განსაკუთრებით კი ბავშვების დახმარება.
ქართველი ემიგრანტი ხელახალი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს:
„სამყარო ორუელის ენაზე გველაპარაკება… ყველაზე დიდი მწუხარების მომტანი კაცი გავიცანით, როგორც „ხარება“, ყველაზე დიდი სიღატაკის უბანი გავიცანით, როგორც „ოცნების ქალაქი“… პირდაპირ მხატვრული კოშმარის პერსონაჟები ვართ“ – ია ანთაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე
ჟურნალისტი, ია ანთაძე ბათუმში, ე.წ-ლი „ოცნების ქალაქში“ მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
„სიღარიბეს მიაქვს მთელი ქვეყანა. პატარა ბავშვები ჯართის შეგროვების დროს დაიღუპნენ. ვერა და ვერ ამოვიდა საქართველო ჭაობიდან. ერთი ბეწო ქვეყანა ვართ და როგორ ვერ უნდა მოვახერხოთ რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, განსაკუთრებით ბავშვებს ყურადღება მივაქციოთ, ისე რომ მათ ჰქონდეთ, ელემენტარული არსებობისთვის: პური, საკვები, ტანსაცმელი, სკოლის ნივთები, სითბო და სიყვარული.
ჩემი ბავშვობა და 90-იანები დამიდგა თვალწინ. მე ძალით დამყავდა ხოლმე ჩემი ძმა ჩემი სოფლის ხევზე, რომ ალუმინი შეგვეგროვებინა. ჩვენც პატარები ვიყავით. ყველაზე მეტად მე მეტკინა ეს ამბავი, რადგან ჩემს ბავშვობაში მე იგივეს ვაკეთებდი. მაშინ ჯართი არა, ალუმინი იყო მოდაში. მანქანა ჩამოივლიდა ხოლმე უბანში, ვიბარებთ ალუმინს და შეგროვებული ალუმინი გამქონდა ხოლმე. თანხით ჩემთვის საჭირო ნივთებს ვყიდულობდი. მომწონდა პროცესი და საკუთარი შრომით ნაშოვნი კაპიკები.
ანუ, საქართველო ვერ განვითარდა?! ბავშვები ისევ ალუმინსა და ჯართს ეძებენ ხევებში.
ძალიან ვწუხვარ, ძალიან და გული მეკუმშება. ვინ იცის რისთვის აგროვებდნენ იმ ჯართს და რა უნდოდა ეყიდათ, რომ ბავშვური ოცნებები აეხდინათ. ჩვენს ქვეყანას აქვს იმის საშუალება რომ განვითარდეს და გაძლიერდეს ეკონომიურად. უბრალოდ, არასწორ მთავრობას ირჩევს ხალხი და ცუდ გადაწყვეტილებას იღებს. მათ მხოლოდ საკუთარი შვილების ოცნება აახდინეს და სხვისი შვილები ფეხებზე ჰკიდიათ. არასწორი ადამიანები არიან ქვეყნის მართვის სათავეში! აუცილებელია მათი შეცვლა და ხელახალი არჩევნები!
ყველა ბავშვს უნდა აუხდეს თავისი ბავშვური ოცნება.
მიყვარხართ პატარებო“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
ნატალია ქუთათელაძე: „სადაა გაჭირვება? ვინმეს უჭირს? ბავშვებს შიათ? სად აბა? ვინ მოგატყუათ? აა ნაცები მოიგონებდნენ მაგას…არა არა, დიფ სთეითის ბრალია, უი არა, მშობლის ბრალია ვინც გაუშვა ბავშვები ლუკმა პურის საშოვნელად, რაღა მნიშვნელობა აქვს რამეს“
ბათუმში მომხდარ ტრაგედიას, რა დროსაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ცნობისთვის, ბათუმში უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სიღარიბეს მიაქვს მთელი ქვეყანა. პატარა ბავშვები ჯართის შეგროვების დროს დაიღუპნენ. ვერა და ვერ ამოვიდა საქართველო…
Posted by Tsisnami Sakvarlishvili on კვირა, 16 თებერვალი, 2025