LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ორგანიზმი აბსოლუტურად თავისუფალია ყველა ნარკოტიკისგან და ჩემი ტვინი არის გათავისუფლებული“ – რა პროცესებს გადის გამოჯანმრთელების ეტაპზე გიორგი ყიფშიძე

1018
თათია შარანგია (3)

როგორ მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი? ამის შესახებ გიორგი ყიფშიძე და ნიკოლოზ წულუკიძემ ვიდეო ჩართვაში ისაუბრეს.

„რამდენიმე ეტაპის გავლა მიწევს. ერთ-ერთი დღეს დილით ჩამიტარდა.

ბოლო და საინტერესო ეტაპია დიდი ქვა, რომელსაც გაატან ყოველგვარ ნეგატივს, წყენას. ეს ქვა უნდა ავიტანო მაღალ მთაზე და იქიდან გადმოვაგდო. ამ ქვით 250 კმ უნდა გაიაროს ადამიანმა, დაახლოებით 5 დღის სავალი გზაა, რომელიც ფეხით უნდა გაიარო. ამ ქვას აწერია თარიღები – დაბადების და როდესაც მეორედ დავიბადე.

ახლა როგორ ვარ ? აბსოლუტურად ჩემი ორგანიზმი ყველა ნარკოტიკისგან არის თავისუფალი და ჩემი ტვინი არის გათავისუფლებული“,- აღნიშნა გიორგი ყიფშიძემ.

ნიკოლოზ წულუკიძემ მას ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა.

„გაუმარჯოს გიორგის ახალ ცხოვრებას. მიხარია, რომ ასე გამგელებულს, გამოჯანმრთელებულს გხედავ“, – აღნიშნა ნიკოლოზ წულუკიძემ.

ვიდეო: „აი, ასე აღვნიშნავთ გიორგის გათავისუფლებას უბედურებისგან, ნარკომანიისგან…“ – ნიკოლოზ წულუკიძე და გიორგი ყიფშიძე ბუნებაში მწვადს წვავენ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g