რატომ არის ფიზიკური აქტივობა ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი? – ამ თემაზე ისაუბრა ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ნინო ჭოლოკავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ექიმი ამბობს, რომ ფიზიკური აქტივობა ბავშვების ფსიქიკისთვის უმნიშვნელოვანესია:
„ბავშვები, რომლებიც ფიზიკურად აქტიურები არიან დასწავლის უნარი მათ უფრო უკეთესი აქვთ.
ამიტომ არის, რომ როდესაც ჩემი პაციენტები მოდიან და დედა ან ბავშვი ჰყვება ცხოვრების რუტინას, სადაც მხოლოდ სწავლაა, დიდ რეკომენდაციას ვუწევ, რომ ჩართეთ შვილები ფიზიკურ აქტივობაში, რადგან ეს თქვენი ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დადგენილია, რომ დაბალი ფიზიკური აქტივობა კავშირშია შიშებთან და სხვადასხვა ფობიებთან.
თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი იყოს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი, ეცადეთ, რომ როგორმე ჩართოთ ფიზიკურ აქტივობაში“,- ამბობს ნინო ჭოლოკავა.