საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი სამხედროს, ბახვა ჩიქობავას შესახებ წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ მას ნამდვილად მიანიჭებენ ეროვნული გმირის წოდებას.
“ჩემმა მეგობარმა ბახვა ჩიქობავამ უზარმაზარი რისკის ფასად გამოიყვანა ცეცხლის ქვეშ ოთხი დაჭრილი მეომარი ალყაშემორტყმული ქალაქიდან, მათ შორის იყო ჩემი ახლო მეგობარი, გიორგი ქუფარაშვილი, რომელიც მძიმედაა დაჭრილი.
ბახვამ გადაარჩინა მათი სიცოცხლე და უკანა გზაზე ემსხვერპლა აფეთქებას, ეს ადამიანი ნამდვილად გახდება უკრაინის ეროვნული გმირი, მაგრამ საქართველოს ნებისმიერი შემდგომი პატრიოტული ხელისუფლება აუცილებლად მიანიჭებს მას ასევე, საქართველოს ეროვნული გმირის წოდებას.
ვუსურვებ ჩემ ძმას გიორგი ქუფარაშვილს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას და მტრის ჯინაზე ძალიან დიდხანს სიცოცხლეს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
„რატომ არ კვდება შენი ხათუნა“ – რას წერს ხათუნა ხოფერია უკრაინაში დაღუპულ ძმაზე