მსახიობი სანდრო მიკუჩაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ (15 დეკემბრის ნომერი)მეუღლის, თამუნა მუსერიძის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისი დიდი წვლილია, პირველ ცოლთან და უფროს ქალიშვილთან ურთიერთობა რომ დაულაგდა:
„სანდრიკა, თამუნას პირველი შვილი, 16 წლისაა, ჩემი პირველი ქალიშვილი, ელენე – 14 წლის, მარიანა 7 წლის და ანიკა – 5 წლის. ჩემი შვილები მეუბნებიან, კარგი მამა ხარო… სხვათა შორის, ჩემი და ელენეს ურთიერთობის დარეგულირებაში დიდი როლი ითამაშა თამუნამ. ის არ არის ჩემი შვილისთვის დედინაცვალი, ის მისი მეგობარია და მიხარია ეს ამბავი. სიმართლე გითხრათ, თამუნამ დამილაგა ასევე ჩემს პირველ მეუღლესთან ურთიერთობაც…“
