90-იანი წლების ვარსკვლავი, 59 წლის ბრიჯიტ ფონდა კიდევ ერთხელ გადაიღეს. ის ვაჟთან ერთად ლოს-ანჯელესში ბრუნდებოდა. ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა, სურდა თუ არა კვლავ ჰოლივუდში დაბრუნდება და მიიღებდა თუ არა რომელიმე რეჟისორისგან შემოთავაზებას, რაზეც ფონდამ მტკიცე უარი განაცხადა.
„არა, ჩემთვის ჰოლივუდი დასრულებულია, ძალიან სასიამოვნოა რიგითი მოქალაქედ ყოფნა“, – უპასუხა ფონდამ, რომელიც ამ დღეს, როგორც ყოველთვის, ყოველდღიურ ტანისამოსში იყო გამოწყობილი.
შეგახსენებთ, მსახიობის ყველაზე ცნობილი ფილმებია: „ნათლიმამა“, „ჯეკი ბრაუნი“ და „მარტოხელა თეთრი ქალი“.