LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩენინგ ტატუმისა და ზოე კრავიცის ტკბილი, იტალიური არდადეგები – პაპარაცებმა წყვილი ერთად გამოიჭირეს

416
page

ჩენინგ ტატუმისა და ზოე კრავიცის რომანის შესახებ გასულ წელს გახდა ცნობილი. მაშინ ტატუმი ჯესი ჯეისთან ახალი დაშორებული იყო, ზოე კი ქმართან ახლად განქორწინებული. წყვილი ნიუ-იორკის ქუჩებში არაერთხელ გადაიღეს. თუმცა მას შემდეგ წყვილის შესახებ სიახლეები აღარ გავრცელებულა.

ფოტო: ახალი ვარსკვლავური წყვილი – ჩენინგ ტატუმი და ზოე კრავიცი ერთმანეთს ხვდებიან

სულ ცოტა ხნის წინ კი 42 წლის ჩენინგი და 33 წლის ზოე იტალიის სანაპირო კურორტზე დააფიქსირეს. წყვილი რომანტიკული ვახშმის შემდეგ, ქუჩაში ხელიხელჩაკიდებული სეირნობდა და ერთმანეთს ეხუტებოდა. ზოეს თავისუფალი სტილის თეთრი კაბა ამშვენებდა, თავზე კი წითელი ბენდენა ეკეთა. ჩენინგი კი თეთრ მაისურსა და კრემისფერ შარვალში იყო გამოწყობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები