LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭეშმარიტად ქართული ტრადიციული ხარჩოს რეცეპტს „ბოკუზ დორ საქართველოს“ პრეზიდენტი, შეფ- მზარეული, მიხეილ ავსაჯანიშვილი გვიზიარებს

2493
page
„სი ენ ენმა“ მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანი დაასახელა, რომელთა შორისაც ქართული კერძი, სუპ-ხარჩოც მოხვდა. დღეს ჩვენ სწორედ აღნიშნული კერძის შესახებ ვისაუბრებთ. „ფორტუნას“ დილის სტუმარი „ბოკუზ დორ საქართველოს“ პრეზიდენტი, შეფ- მზარეული, მიხეილ ავსაჯანიშვილია, რომელიც სუპ-ხარჩოს ტრადიციულ რეცეპტს გაგვანდობს.

სუპ-ხარჩო არ არის რთული კერძი, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ტყემლის ტყლაპი ან ტყემალი. ხორცი იყო საქონლის ან ხბოსი, აუცილებლად ცხიმიანი. ნაწილი დაჭრილი ხახვი ხარშვის დროს უნდა ჩავურიოთ, მეორე ნაწილი უნდა მოვშუშოთ ზეთში, ცოტა ტომატ პასტა უნდა დავუმატოთ, ან პომიდორი, ასევე ხარჩოს სუნელი. როდესაც ხარჩოს სუნელი და ხახვი ცხიმში მოიშუშება, უნდა გადავიტანოთ ხორციან ქვაბში და ვადუღოთ. ბოლოს კი უნდა დავუმატოთ ბრინჯი. ასევე უნდა დავუმატოთ ქინძი, ნიორი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნიახური და ტყლაპი. ჩვენი ლეგენდარული ხარჩოც მზად არის.

მიშა, რა ხდება შენს კარიერაში, რაიმე სიახლე ხომ არ არის?

„ბოკუზ დორი“ ვემზადებით, რომ საქართველო წარვადგინოთ ევროპის ჩემპიონატზე, პარალელურად შეიქმნა, „საქართველოს შოკოლადის ფედერაცია“, გავხდი ამ ფედერაციის პრეზიდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები