LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში 5 დონიანი მაგისტრალი ააშენეს

188

ჩინეთში გრანდიოზული 5 დონიანი მაგისტრალი ააშენეს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული და ჩახლართული გზა სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ჩუნცინშია განთავსებული.

როგორც გამოცემა „People’s Daily Online” წერს, მაგისტრალი 20 ესტაკადისგან შედგება და 8 განსხვავებული მიმართულებით მიდის. მეგა გზის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და მხოლოდ ახლა დასრულდა. ადგილობრივი მთავრობა კი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად ასეთი სირთულისა მძღოლებს სასურველი მიმართულების შერჩევა არ გაუჭირდებათ. მაშინაც კი, თუკი ვინმე სასურველ შესახვევს გასცდება, მას 500-დან 1000 მეტრამდე მანძილის გავლა მოუწევს, რათა საჭირო შესახვევი იპოვოს.

აღსანიშნავია, რომ გრანდიოზული მაგისტრალის მშენებლობა უკვე დასრულებულია, თუმცა მისი გახსნა მომავალ წლამდე არ იგეგმება. ანუ მანამ, სანამ ადგილობრივი აეროპორტიდან ესტაკადამდე გზას არ დააგებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები