ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გამოფენაში „Fine Wine Hotel Exhibition“ მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი უძღვებოდა. ღონისძიებას 100-მდე სტუმარი, მათ შორის, ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
