ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სამების ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. „ფორტუნას“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთ-ერთი სამართალდამცველია.
2 პირი მძიმე დაზიანებებით ჯანმრთელობის სახლ „გურიაშია” გადაყვანილი, მათ ამ წუთებში გადაუდებელ დახმარებას უწევენ.