ბოლო რამდენიმე დღეა მედია ექს-წყვილის, ჯენიფერ ლოპესისა და ალექს რიდრიგესის საარქივო ფოტოებმა მოიცვა. სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ, რომ ჯეი ლო ყოფილ საქმროს შეურიგდა.
ყოველივე ამის ფონზე, წყვილის სასიყვარულო ისტორიის მიმართ ინტერესი განახლდა და ინტერნეტსივრცეში საარქივო ფოტოებიც გავრცელდა, რომლებიც შესაძლოა ბევრისთვის უცნობი იყოს. ალბათ, ბევრმა არც ის იცის, რომ ჯეი ლომ ალექსი 2005 წელს გაიცნო. ჯენიფერ ლოპესი მაშინდელ მეუღლესთან, მარკ ენტონისთან ერთად ნიუ-იორკში, ბეისბოლის თამაშს ესწრებოდა, როდესაც პირველად შეხვდა “იანკების” ვარსკვლავს.
„ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და უცნაური მუხტი ვიგრძენით“, – განაცხადა ლოპესმა 2019 წელს.
12 წლის შემდეგ, 2017 წელს ჯენიფერისა და ალექსის გზები კვლავ გადაიკვეთა. ამჯერად უკვე ორივე თავისუფალი იყო. მათი რომანი სწრაფად განვითარდა და წყვილი 2022 წელს დაქორწინებასაც გეგმავდა, თუმცა, ჯეი ლომ საქმრო ფაქტობრივად საკურთხეველთან მიატოვა და რომანი ექს-საქმროსთან, ბენ აფლეკთან განაახლა.
„კიდევ ერთი ფაქტი, რომ ჯეი ლო მოჯადოებულ წრეში ტრიალებს“, – წერენ კომენტარებში.
„როდესაც, ვინც მიგატოვა, ისიც მიატოვეს“ – ალექს როდრიგესი ფოტოებს ავრცელებს



