LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ რა შუაში ვართ, კაცო?! ეს იყო, სავარაუდოდ, იქიდან გამომდინარე, რა წარსულიც აკავშირებს სააკაშვილს ციხესთან… – კობახიძე სააკაშვილისთვის „შუმოკის“ მოწყობაზე

226
კობახიძე-სააკაშვილი

„შეიძლება ეს იყო სავარაუდო იქიდან გამომდინარე, თუ რა წარსული აკავშირებს მიხეილ სააკაშვილს ციხესთან… ჩვენ რა შუაში ვართ, კაცო?!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ გლდანის ციხეში მომხდარი ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

კობახიძის განცხადებით,  მმართველ გუნდს არ აქვს კავშირი იმ გინებასა და შეძახილებთან, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის დროს ისმოდა.

„გინება მიუღებელია, ეს არის ერთ-ერთი პოზიცია რაც შემიძლია დავაფიქსირო. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ეს წამოსცდა მის თანაგუნდელს, 2012 წლამდე, როცა ის იყო რეჟიმის ხელმძღვანელი, ციხე, განსაკუთრებით გლდანის ციხე იყო წამების, არაადამიანური მოპყრობის ნამდვილი ბუდე. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის შემოქმედება. დღეს საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანმა 6-წლიანი სასჯელიც კი არ უნდა მოიხადოს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ყოფილი პრეზიდენტი,მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პენიტენციურმა სამსახურმა ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებით ახსნა.

გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ ციხის ტერიტორიაზე, მისი მისამართით გინება და შეურაცხყოფა ისმოდა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციხის სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ეს ხმები მისი პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნის დროს მასაც ისმოდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ვარაუდობდნენ, რომ სწორედ „შუმოკის“ მოწყობა იყო ერთ-ერთი მიზანი, რის გამოც ხელისუფლებას სააკაშვილის ამ დაწესებულებაში გადაყვანა უნდოდა.

ადვილი არაა სამარცხვინო ავანტურისტების – მელიების, ხაბეიშვილების, უგულავებისგან შეურაცხყოფის მოსმენა, მადლობა პოლიციელებს – კობახიძე

პოპულარულები