მწერალ დიკა სალაყაიას ქველმოქმედების შესახებ უკვე კარგად არის ცნობილი, სწორედ დიკა სალაყაიასგან გაიცნო საზოგადოებამ ალხაზოვების მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ის დიდი ხანია, ეხმარება და გვერდში უდგას.
მცირეწლოვნების შესახებ, რომლებსაც დედა გასული წლის შემოდგომით გარდაეცვალათ, დიკა სალაყაია ინფორმაციას ხშირად აქვეყნებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მათ ვიდეოებსაც უზიარებს და მიმართავს ფარულ ადრესატს, რომლებმაც ბავშვებს სიურპრიზი მოუწყვეს.
ამჯერად, დიკა სალაყაია მოზარდებთან სტუმრობის მორიგ ვიდეოს ავრცელებს და წერს:
„ჩვენი დარდიანი ანგელოზები.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ მათი კარგად ყოფნისთვის, ახალი ცხოვრების გასაღებიც კი ვაჩუქეთ, ჩვენ, თქვენთან ერთად სულ მათ გვერდით ვართ…
მათთვის პირველი აღდგომა იყო, როცა დედა ზეცაში ჰყავთ… მხოლოდ დედის საფლავზე ვიყავი და არსად არ გავედიო – მითხრა გაბრიელმა.
დედას ვერასდროს ვერავინ შეუცვლით, მაგრამ დედა რომ ზეციდანაც მათ გვერდით არის და შორს მყოფი დედის სიყვარულიც შესაძლებელია, ეს კარგად იციან.
ისიც იციან, რომ სასწაულები ხდება და მათთან უფალმა უამრავი სასწაული მოახდინა.
სწავლობენ ცხოვრებას, ერთმანეთზე ზრუნვას და წერა-კითხვასაც.
დღევანდელი დღის თანადგომისთვის მადლობა იმ ადამიანს, რომელიც ამ პატარებთან ასე შორიდან, ჩუმად ქვაზე დებს ხოლმე მის წილ სიკეთეს.
დღესაც ასე იყო… მინდა, როცა ამას ნახავ გაიღიმო – „თოვლის ბაბუა“, – წერს დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში.
ჩვენი დარდიანი ანგელოზები.❣️🎈 მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ მათი კარგად ყოფნისთვის, ახალი ცხოვრების გასაღებიც კი ვაჩუქეთ, 🤌ჩვენ, თქვენთან ერთად სულ მათ გვერდით ვართ…❣️ მათთვის პირველი აღდგომა იყო, როცა დედა ზეცაში ჰყავთ… მხოლოდ დედის საფლავზე ვიყავი და არსად არ გავედიო – მითხრა გაბრიელმა. 😞 დედას ვერასდროს ვერავინ შეუცვლით, მაგრამ დედა რომ ზეციდანაც მათ გვერდით არის და შორს მყოფი დედის სიყვარულიც შესაძლებელია ეს კარგად იციან.❤️ ისიც იციან, რომ სასწაულები ხდება და მათთან უფალმა უამრავი სასწაული მოახდინა. სწავლობენ ცხოვრებას, ერთმანეთზე ზრუნვას და წერა-კითხვასაც.👌 დღევანდელი დღის თანადგომისთვის მადლობა იმ ადამიანს, რომელიც ამ პატარებთან ასე შორიდან, ჩუმად ქვაზე დებს ხოლმე მის წილ სიკეთეს.❤️ დღესაც ასე იყო… მინდა, როცა ამას ნახავ გაიღიმო – “თოვლის ბაბუა”👌🎈🤝
Posted by დიკა სალაყაია • Dika Salakaia on კვირა, 04 მაისი, 2025