მიკი ჯეჯელავას საავტორო გადაცემაში, „უსმინე ახალს“, სტუმრები არიან ჯგუფ „დრო 21“-ის წევრები, იკო მაღალაშვილი და ლევან იაშვილი. გადაცემაში შედგა სინგლის, „ისევ დავდივარ“ პრემიერა.
იკო: „დრო 21“-ის ისტორია დაიწყო 15 წლის წინ. მართალია, დღეს ცოტა სხვანაირი მუსიკალური შეხედულებები გვაქვს. სხვადასხვა მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. წლების წინ უფრო მძიმე მუსიკას ვუკრავდით – როკს, ჰარდს. სხვათა შორის, პანდემიის დროს მოხდა რაღაც გარდატეხა. სწორედ მაშინ დაიწერა სიმღერები, თავიდან მარტო მსურდა მუსიკის კეთება, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ მარტო ვერ გავართმევდი თავს.
ლევანი: პანდემიამდეც გვქონდა რეპეტიციები, თუმცა, რატომღაც ისევ ვერ მოვაბით თავი. დღეს ვიწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას.
იკო: პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ქართულენოვანი ჯგუფი, ვქმნით ქართულ მუსიკას, ვუკრავთ საერთაშორისოდ. გვაქვს ჟანრობრივი მრავალფეროვნება, თუმცა უფრო პოპ-როკი, ასევე რეპის ელემენტები. ვინც ამ სიმღერას, „ისევ დავდივარ“ მოისმენს, დაინახავს თავის ყოველდღიურობას.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-14_12-48-28_852095-1024x683.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-14_12-48-39_093840-1024x683.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-14_12-48-47_310623-1024x683.jpg)