LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Citroen-მა წარმოადგინა კონცეპტი ELO საძინებლითა და კინოთეატრით

117
1428x1428

Citroen-მა წარმოადგინა უჩვეულო კონცეპტუალური ავტომობილი ELO კომპაქტური ვენის ფორმატში, რომელშიც მძღოლის სავარძელი სალონის ცენტრშია განთავსებული, ხოლო უკანა ნაწილი შესაძლებელია გარდაიქმნას საძინებლად ან კინო დარბაზად. ავტომობილისთვის კომპანია Goodyear-მა სპეციალური „ჭკვიანი“ საბურავები შექმნა, რომლებიც ყველა ტიპის გზის პირობებისთვის არის განკუთვნილი და საკუთარ მდგომარეობას თვითონ აკონტროლებს.

ELO – ეს არის აბრევიატურა სიტყვების rest, play, work, რაც ქართულად ნიშნავს „დასვენება, თამაში, მუშაობა“.

კორპუსის სიგრძე 4,1 მეტრია, რაც კონცეპტს ადრე პოპულარული Citroen C3 Picasso-ს კლასის ავტომობილად აქცევს. თუმცა ფუტურისტულ პროტოტიპს ბევრად დიდი ბორბლები აქვს – 21 დიუმის დიამეტრით.

ფრანგმა დიზაინერებმა, როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად ეპატაჟური ვიზუალი შექმნეს. ავტომობილი კაპოტის გარეშეა, ძალიან დიდი მინის ზედაპირით და გვერდზე ფართოდ გასაღები კარებით. მთელი ოპტიკა კორპუსის პანელებიდან გამოყოფილია, ბორბლების დისკებს უცნაური ორნამენტი აქვს, ხოლო გარე ემბლემები თანამედროვე ტენდენციის მიხედვით განათებულია.

სალონში შესაძლებელია ექვსამდე ადამიანის განთავსება. მძღოლი ცენტრში ზის, მისი სავარძელი კი 180 გრადუსით ტრიალდება. პირველი რიგის გვერდითი სავარძლები სრულად მოსახსნელია. უკანა სამადგილიანი სავარძელი სპეციალური გასაბერი მატრასების დახმარებით გარდაიქმნება საწოლად – მათ შიდა კომპრესორი ბერავს. ასევე შესაძლებელია უკანა ნაწილში კომფორტულად მოთავსება და ფილმის ყურება ჩამოსაშლელ ეკრანზე.

Citroen ELO სრულად ელექტრომობილია, თუმცა ძრავის, პლატფორმისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ კომპანია დეტალებს არ ასაჯაროებს. კონცეპტს საზოგადოებას 2026 წლის იანვარში, ბრიუსელის ავტოსალონზე წარუდგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები