განქორწინება, ისევე როგორც დაქორწინება ცხოვრების ძირფესვიანად შემცვლელი მოვლენაა.
ამ პროცესს უამრავი ცვლილება უკავშირდება, იცვლება გარემო, ჩვევები და შეიძლება ახალ სახლშიც მოგიწიოთ გადასვლა. თუკი შვილები გყავთ, პარტნიორთან მათზე მეურვეობის განაწილებაც მოგიწევთ.
უამრავი პრობლემის, კითხვის და გადასაჭრელი საკითხის გააზრების შემდეგ გასაკვირი სულაც არ იქნება, რომ ბრაზს, იმედგაცრუებას გრძნობდეთ.
არადა, პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ, არის ის, რომ განქორწინება ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს, სინამდვილეში ეს მხოლოდ ახალი დასაწყისია.
1. მიმღებლობა
ადამიანებს უჭირთ იმის გააზრება, რომ ოჯახი დაენგრათ. ნორმალურია იმაზე ფიქრიც, შეგეძლოთ თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება. ასეთ დროს მთავარია გაიაზროთ, რომ ქორწინება ნამდვილად დასრულდა და ცხოვრება უნდა გააგრძელოთ. წარსულის შეცვლის ვარიაციებზეც აღარ უნდა იფიქროთ.
2. განთავისუფლდი გრძნობებისგან
მიმღებლობის შემდეგ უამრავ გრძნობას გამოცდით და იქნება ეს ტკივილი, მოწყენილობა, შიში, გაურკვევლობა, ეჭვები, ბრაზი თუ მარტოობა, ყველაფრის გამოცდა და გადალახვა მოგიწევთ.
3. შეადგინეთ მეურვეობის გეგმა
ბავშვებისთვის ყოველთვის უკეთესია, როცა მშობლებს მოვალეობები განაწილებული აქვთ და ყველა წვრილმანზე არ ჩხუბობენ. ეფექტური გეგმა, გაურკვევლობებს შეამცირებს და ცხოვრებას ბევრად გაამარტივებს.
4. საყვარელი ადამიანები
აუცილებლად გჭირდებათ ადგილი, სადაც ბრაზის, მოწყენილობის და ტკივილისგან გათავისუფლებას შეძლებთ. ასეთ დროს კი მეგობრები და ოჯახის წევრები ყველაზე მეტად დაგეხმარებათ.
5. გააფართოვეთ მეგობრების წრე
განქორწინების შემდეგ საერთო მეგობრების ნაწილი შესაძლოა დაკარგოთ, ამიტომ ცუდი არ იქნება თუკი ახალი მეგობრების შეძენაზე იფიქრებთ. დამატებითი სოციალური კავშირები მძიმე პერიოდის გადალახვას გაგიადვილებთ.
6. სცადე ახალი რუტინა
განქორწინების შემდეგ ალბათ ბევრი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ და კარგი იქნება თუკი ახალ ჰობს გაიჩენთ, ჩვეულ რუტინას შეცვლით და საინტერესო აქტივობებს დაამატებთ.
7. პროფესიონალის დახმარება
განქორწინებამ შესაძლოა თქვენს ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ცუდი შედეგი იქონიოს, ასეთ დროს კი პროფესიონალის დახმარება ნამდვილად წაგადგებათ.
თერაპია მძიმე ფიქრებისგან განთავისუფლებაში და ახალი ცხოვრების დაწყებაში დაგეხმარებათ.