LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოლი არ მყავს და აწი, ალბათ, აღარც მოვიყვან… შეიძლება, ქმარი არ მქვია, მაგრამ ბედნიერი მამა ნამდვილად ვარ, ლუნასთვის და კოსმოსთვის, მამაც ვარ და დედაც“ – გიორგი ყიფშიძე

5142
გიორგი ყიფშიძე

მსახიობი გიორგი ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუ ამბობს, რომ რთული პერიოდი უკან მოიტოვა და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამაგალითო მამა იყოს.

გიორგი ყიფშიძე: „ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, 8 კილო მოვიმატე, ვვარჯიშობ, არც ვეწევი, არც ვსვამ, რა უნდა მოხდეს, რომ ამ მკურნალობის შემდეგ ამ ყველაფერს დავუბრუნდე, გამორიცხულია!“

„ჩემი ორგანიზმი აბსოლუტურად თავისუფალია ყველა ნარკოტიკისგან და ჩემი ტვინი არის გათავისუფლებული“ – რა პროცესებს გადის გამოჯანმრთელების ეტაპზე გიორგი ყიფშიძე

მსახიობი, რომელმაც ნარკოდამოკიდებულება დაამარცხა, პირად ურთიერთობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სამომავლოდ დაოჯახებას საერთოდ არ აპირებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„მე ვთვლი, რომ პირად ცხოვრებაში გამიმართლა, რადგან ყველა ჯანმრთელი მყავს და გარშემო არანაირი პათოლოგიები არ არსებობს, არც რაიმე დაავადება, არც ფიზიკური და არც ფსიქიკური. ამ კუთხით თუ შევხედავთ, კი ბატონო, ძალიან გამიმართლა. თუ ფინანსურ მხარეს შევხედავთ, არა (იცინის)…

რვა და ათცოლიანი კაცები მინახავს და გამიგია, რომლებსაც არ გამართლებიათ, მაგრამ წარმატებული ხალხი იყვნენ. მაგალითად, მიშა გომიაშვილი, ცნობილი მექალთანე და ცოლების მომყვანი (იცინის).

ზოგს ცოლი არ მოუყვანია, ზოგს ერთი ჰყავს და ისეთი უბედურია, რომ იმან რომ თავისი ცხოვრება მოგიყვეთ, შეიძლება, გული გაგისკდეთ. რამდენი ცოლი გყავდა ან გყავს, არ განაპირობებს ადამიანის ბედნიერებას ან უბედურებას.

ვიდეო: „ჩემო საყვარელო, ნახეთ რა ხდება“ – გიორგი ყიფშიძე შვილების ბაღში მისვლის კადრებს გვიზიარებს

საბავშვო ბაღში მისვლისა და საზეიმო დახვედრის კადრებს გიორგი ყიფშიძე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

ცოლი არ მყავს და აწი, ალბათ, აღარც მოვიყვან, მაგრამ მე ყველა ჩემს ყოფილ ცოლთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და არ გამიმართლას, ვერ ვიტყვი. უბრალოდ, ჩვენ არასწორ დროს გადავეყარეთ ერთმანეთს და საბოლოო ჯამში, შედეგი ასეთი იყო. თუმცა, შედეგი ბავშვებია, რომლებიც ყველა ჯანმრთელი მყავს და ვგიჟდები მათზე.

აი, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ცხოვრებაში ესაა, რომ ოთხი შვილი მყავს და ბედნიერი მამა ვარ. შეიძლება, ქმარი არ მქვია, მაგრამ ბედნიერი მამა ნამდვილად ვარ. და, არა მარტო მამა, ლუნასთვის და კოსმოსთვის, მამაც ვარ და დედაც“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.

მსახიობთან ინტერვიუს ვრცლად იხილავთ ჟურნალ „თბილისელების“ 14-20 ოქტომბრის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g