LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Cybertruck-ის მფლობელებმა ელექტროქარით ფულის შოვნის გზას მიაგნეს, მიუხედავად იმისა რომ გაყიდვა აკრძალული აქვთ

114
tesla

Tesla Cybertruck-ის მეპატრონეები ყველა მსურველს მანქანის დღიურად დაქირავებას სთავაზობენ. ამასთან, ამერიკულმა კორპორაციამ კლიენტებს ელექტროქარების გაყიდვა ერთი წლის ვადით აუკრძალა. ამ წესის დამრღვევებს სერიოზული ჯარიმები ელოდებათ. თუმცა, პირველი პიკაპების მყიდველებმა ფულის გამომუშავების გზას მაინც მიაგნეს. ქსელში გამოჩნდა რამდენიმე განცხადება, რომელიც მსურველებს პიკაპის დაქირავებას სთავაზობს, თანაც საკმაოდ ძვირად.

თავიდან Tesla Cybertruck-ის დაქირავება აშშ-ში 24 საათით 500 დოლარი ღირდა. ამჟამად კი ფასი 1000 დოლარამდეა გაზრდილი. მანქანის ერთი თვით დაქირავება კი, ფასდაკლების გათვალისწინებით 12 000 დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები