LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დააკავეს პირი, რომელიც საკუთარ დედას თბილისსა და ახმეტაში საცხოვრებელი სახლების თავის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

153
ing (5)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გამოძალვის და მუქარის ბრალდებით კახეთში 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული საკუთარ დედას თბილისსა და ახმეტაში საცხოვრებელი სახლების თავის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დედას – 1952 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, თბილისსა და ახმეტაში მის საკუთრებაში არსებული 170 ათასი ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლების თავის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ა.ყ. ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g