LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაასახელეს წონის დაკლების იდეალური რაციონის შედგენის საშუალება

113
image7

წონაში ჯანმრთელობის რისკის გარეშე დასაკლებად, არა მხოლოდ „ნაკლები ჭამაა“ საჭირო, არამედ უნდა გაიაზრო, რამდენ კალორიას იღებ ყოველდღიურად.

სპეციალისტების თქმით, ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჭარბი წონა და ზოგიერთი თანმხლები დაავადება აქვს, უნდა იცოდეს თავისი დიეტის მიმდინარე კალორიულობა. რეკომენდაციაა 3:3:4 ფორმულის დაცვა, როდესაც კვება უნდა შეიცავდეს დაახლოებით 30 პროცენტ ცილას, 30 პროცენტ ცხიმს და 40 პროცენტ ნახშირწყლებს.
მაგალითად, წონის თითოეულ კილოგრამზე დაახლოებით 1.5 გრამი ცილაა საჭირო, ხოლო თუ ადამიანი საშუალო აქტივობის ცხოვრების წესს ეწევა, დღეში დაახლოებით 70 გრამი ცხიმი.

ასევე ურჩევენ, ყოველდღიურად მიირთვან 400 გრამი ბოსტნეული და ასევე დარწმუნდნენ, რომ ყველა საკვებშია ცილა. ჭამის შემდეგ ასევე უნდა დაამატოთ ხილი ან კენკრა. ეს დიეტა ჯანსაღიც იქნება და ორგანიზმი წონაში დაკლებას სტრესის გარეშე შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები