LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბრუნდება თუ არა საქართველოში ხათუნა იოსელიანი: „მანჰეტენზე ვცხოვრობ ბინაში, რომელიც სახელმწიფომ მომცა – ამერიკის მადლობელი ვარ, ეს არის ქვეყანა, რომელიც ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, განსაკუთრებით, ჩემნაირ პენსიონერებზე…“

454
ხათუნა იოსელიანი

მსახიობი ხათუნა იოსელიანი 9 იანვარს 81 წლის აგხდება, 62 წლის ასაკში კი მიიღო გადაწყვეტილება და აშშ-ში ემიგრაციის გზას დაადგა. მასთან ერთად ცხოვრობს მისი ქალიშვილი, მაკაც.

ხათუნა იოსელიანი ჟურნალ „სარკის“ კითხვებს პასუხობს.

ხათუნა იოსელიანი: ემიგრაციაში რამდენადაც კარგად უნდა აეწყო, მაინც რთულია სამშობლოდან შორს ყოფნა. 62 წლის ვიყავი, როცა ამერიკაში ჩამოვედი, ადაპტაცია არ გამჭირვებია. ეს ის პერიოდი იყო, „თეატრალურ სარდაფში“ სპექტაკლების მერე მსახიობებს 5-5 ლარი რომ ერგებოდათ ხოლმე.

ამერიკაში ჩამოსვლისთანავე ქართულ სტუდიაში ბავშვებთან დავიწყე მუშაობა, მერე ქართულ კულტურულ ცენტრ „დენსინგ ქრეინში“ ვმუშაობდი.

ახლა მანჰეტენზე ვცხოვრობ. ეს ბინა სახელმწიფომ მომცა. 11 წელია, რაც ამ ბინაში ვარ. ამერიკის მადლობელი ვარ. ეს არის ქვეყანა, რომელიც ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, განსაკუთრებით, ჩემნაირ პენსიონერებზე. ყველა სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტი უფასოდ მაქვს. ასევე მაქვს უამრავი შეღავათი, რაც სამწუხაროდ, საქართველოში არც კი მექნებოდა.

აპირებთ სამშობლოში დაბრუნებას?

საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. სიმართლე რომ გითხრათ, თბილისში ბინა არ მაქვს და შვილიშვილის სახლში ხომ არ ვიცხოვრებ? ბინის შეძენას როგორც კი შევძლებ, მე და მაკა მაშინვე დავბრუნდებით, ალბათ, 2-3 წელიწადში…

ხათუნა იოსელიანთან ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ „სარკის“ 8 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g