LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დადებითი დინამიკა აღენიშნება” – შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

831
BeFunky-collage (15)

8 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც 31 მარტს შარტავას ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა, შედარებით სტაბილურია. ამის შესახებ “ფორტუნას” იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.

“დღევანდელი მონაცემებით, ბავშვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია და დადებითი დინამიკა აღენიშნება”, – განგვიცხადეს კლინიკაში.

“ყველა ნახვაზე ვეუბნები.. დედიკო გმირი გახდი, ყველა შენ მაგარ ბიჭობაზე ლაპარაკობს და ლოცულობს-თქო.. დარწმუნებული ვარ ესმის” – ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდის დედა მოქალაქეებს მადლობას უხდის

“ყველაფერი გამოგვივა დე”- შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდის დედა

“ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, გაუარესება არ არის” – ივანე ჩხაიძე შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ მოზარდზე

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის ბავშვზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში.

მთავარია ბავშვი გადარჩეს, ჩემ თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის: შარტავას ქუჩაზე ავარიის საქმეზე ბრალდებული

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. ამ მუხლით ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრება.

სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი, ღმერთო მიცოცხლე, მეტს არაფერს აღარ გთხოვ: რას წერს ავარიისას დაშავებული მოზარდის დედა

“5 ოპერაცია ჩაუტარდა 8 საათის განმავლობაში” – როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

 

mazda magti 5g