სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა კეტი პერის ახალი ვიდეო, რომელიც ლას-ვეგასში გამართული კონცერტზე არის გადაღებული. 38 წლის მომღერალს სცენაზე თვალი ეხუჭება, თანაც საკმაოდ უცნაურად, კადრი იმდენად ცხადად ჩანს, რომ დღეს მსოფლიოს წამყვანი მედია გამოცემები, მხოლოდ ამაზე მსჯელობენ. კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს პერი დახუჭული თვალის გახელას თითების დახმარებით.
ყველაზე გავრცელებულ ვერსიებს შორის სახის დამბლაა, რომელმაც შესაძლოა თვალის უნებლიე დახუჭვა გამოიწვია. საუბარი ასევე დაგრძელებულ წამწამებზე, როცა თვალის ქუთუთომ სიმძიმეს ვერ გაუძლო. ფაქტია, რომ ამ უხერხულმა კადრმა დღეს მსოფლიო მოიარა.