LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაინფიცირდა 4 226, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

49
კორ

საქართველოში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 091 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 130 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 673, „პისიარ“ ტესტით – 21 457.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,67%, ბოლო 14 დღის – 8,31%, ბოლო შვიდი დღის – 7,96%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 875 806 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 817 963 გამოჯანმრთელდა, 12 519 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 264 582 აცრა, დღიურად აცრილია 11 943.

კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 371 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 189 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 790 შემთხვევა,

აჭარა – 205,

იმერეთი – 635,

ქვემო ქართლი – 250,

შიდა ქართლი – 366,

გურია – 117,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 316,

კახეთი – 169,

მცხეთა-მთიანეთი – 92,

სამცხე-ჯავახეთი – 235,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 51.

ამასთან, 7 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 042 პაციენტი, გარდაიცვალა 59.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები