LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დახვეწილი სტილის ზეიმი“ – ცოლ-ქმარი ბექჰემების უნაკლო გამოჩენა და ვიქტორიას მკაცრი მზერა

188
Untitled.pnsdf

დასავლური მედიის ყურადღება კვლავინდებურად ბექჰემების ოჯახისკენაა მიმართული. გასულ კვირას ოჯახმა მილიარდერ რძალთან, ნიკოლა პელტცთან დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ჭორები თითქოს გააქარწყლა, თუმცა ინსაიდერების განცხადებით, ომი ახლა ფარულად გრძელდება.

მილიარდერ რძალთან ნაჩხუბარი ვიქტორია ბექჰემის გასამხნევებლად, მეგობრებმა მოინახულეს

ყოველივე ამის ფონზე, საკულტო წყვილი, დევიდ და ვიქტორია ბექჰემი ნიუ-იორკში, რესტორანში სავახშმოდ მიმავალნი გადაიღეს. მათი ჩაცმულობის სტილი იყო დიდებული, როგორც ეს მათ სჩვევიათ. დევიდს ლურჯი კოსტიუმი ეცვა, ვიქტორიას კი მწვანე და შავ ფერებში გადაწყვეტილი აბრეშუმის კაბა, რომელსაც მუხლის ადგილზე ნაქარგი ამშვენებდა. აღნიშნულ „ლუქს“ თავად დიზაინერის ბრენდის კლასიკური ფეხსაცმელი და შავი „ოვერსაიზ“ პალტო ასრულებდა.

„დახვეწილი სტილის ზეიმი“,„ყველაზე მოდური წყვილი“, – წერენ კომენტარებში.

ვიქტორია ბექჰემმა ვაჟსა და რძალს შეტყობინება გაუგზავნა

ვიკტორია ბექჰემი რძალზე გაცეცხლებულია და აინტერესებს, რატომ ავრცელებს ის უსაფუძვლო ჭორებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები