LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დასრულდა მეორე ოპერაცია… ცოტა გაუმჯობესება გვაქვს, იმედის ნაპერწკალი ჩაგვესახა“ – რას ამბობს ბათუმის კლინიკის დირექტორი ჩვილზე, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა

1288
Capture

ახალშობილს, რომელსაც დედამ დაზიანებები მიაყენა, კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ბათუმში კლინიკა “მედინას” დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე აცხადებს

„ოდნავ გაუმჯობესება გვაქვს, დღეს დილით დასრულდა მეორე ოპერაცია რეკონსტრუქციული, რომელმაც უპირატესობა მოგვცა, ცოტა გაუმჯობესება გვაქვს. საკმაოდ ძლიერი იყო ინფექციის განვითარება. უკეთესობა არის, ჯერ-ჯერობით მძიმედ მაინც ფასდება, იმედის ნაპერწკალი ჩაგვესახა. დედა გავწერეთ დღეს და სამართალდამცავებმა წაიყვანეს”, – აცხადებს ჯუმბერ უნგიაძე.

შეგახსენებთ, ბათუმის კლინიკა „მედინაში” კლინიკის სანიტარმა კვირას გამთენიისას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ქალი პოლიციამ დააკავა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 11.პრიმა 19.109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართა განზრახ მკვლელობის მცდელობა გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g