მომღერალი და კომპოზიტორი დავით არჩვაძე სოციალურ ქსელში კორონავიურსთან დაკავშირებით გაუარესებულ მაჩვენებელს და ადამიანების გარდაცვალებას ეხმაურება და წერს, რომ ყოველდღე ეპიდსიტუაციის ანტირეკორდი მყარდება.
„ყოველდღე ეპიდსიტუაციის ანტირეკორდი‼ ეს უკვე კატასტროფაა. გასაგებია, რომ კორონასთან ერთად უნდა შევეგუოთ სიცოცხლეს და ცხოვრებას, მარა თუ გაწყდა ნახევარი საქართველო, ვის რაღად უნდა ან ეკონომიკის სიძლიერე და ან ქორწილ-ქელეხები?! ?! არ ვიცი, რა ვიცი“.
