დათო ევგენიძის მეუღლე ნინო ჟვანია ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება იმ რა გადაიტანა, როდესაც დათო მერვე ხარისხის კომაში ჩავარდა:
„იყო ასეთი ფაქტი – დათომ წითელ პარასკევს დაიძინა და კვირას, აღდგომა დღეს გაიღვიძა. ზოგადად, დათოს არ უყვარს ძილი, ოთხი საათი მისთვის საკმარისია და პარასკევს რომ დაიძინა და საღამომდე ეძინა, კი გამიხარდა, ვიფიქრე, ცოტას დაისვენებს-მეთქი, მაგრამ საღამოს რომ ვეღარ გავაღვიძე, ძალიან შემეშინდა. გამოვიძახე სასწრაფო, გადავიყვანეთ საავადმყოფოში და აღმოჩნდა, რომ მერვე ხარისხის კომაში იყო. იმ წუთებში, ვერაფერზე ვფიქრობდი, არ მინდოდა, ცუდზე მეფიქრა. დათომ იმდენჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში, ამბობს: სიკვდილი ჩემი მეგობარიაო, მაგრამ მე სიკვდილის მეშინია და მეგობრობა კი არა, ფიქრიც არ მინდა მასზე…“
ვიდეო: “ნინო მინდვრებში დაძინებულს მპოულობდა…ბევრჯერ გადამარჩინა” – დათო ევგენიძე პირად ცხოვრებაზე
ვიდეო: დათო ევგენიძე რჩეულთან ერთად აცეკვდა – ახალი კადრები საქორწილო წვეულებიდან