გემის ჩაძირვის შედეგად კუნძულზე აღმოჩენილი ადამიანები ბოთლში მოთავსებული წერილით გადარჩნენ. გამოცემა Brazialian-ის ინფორმაციით, შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა და 6 ადამიანს კუნძულზე ყოფნა 17 დღის განმავლობაში მოუწია.
გემი, რომლის ბორტზეც ისინი იმყოფებოდნენ ქალაქ სანტარენის პორტიდან 24 მარტს გავიდა. ეკიპაჟის წევრები გეგმავდნენ, რომ 10 დღის ვადაში ქალაქ ჩავისამდე ჩასულიყვნენ. თუმცა, მესამე დღიდან კონტაქტზე აღარ გამოსულან და ოჯახის წევრებმა განგაშიც ატეხეს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, გემი შტორმში მოხვდა და ცეცხლი გაუჩნდა. მარაგების დიდი ნაწილი განადგურდა, თუმცა ეკიპაჟმა კუნძულამდე მისვლა და გემის ნაპირზე გატანა მოახერხა. გადარჩენის იმედით, მათ ბოთლში შეტყობინება მოათავსეს, სადაც ადგილმდებარეობა და სხვა დეტალები მიუთითეს, შემდეგ ეს ბოთლი წყალში გადააგდეს.
კუნძულზე აღმოჩენილების ბედად ბოთლი ერთ-ერთმა მეთევზემ იპოვა, წერილი წაიკითხა და მომხდარის შესახებ სასწრაფოდ ფლოტის წარმომადგენელს აცნობა. გადარჩენილებისკენ მაშინვე ვერტმფრენი გაუშვეს და დაუყოვნებლივ სახლებში დააბრუნეს.