LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავეხმაროთ ჩვენს ბიჭს სახლში დაბრუნებაში” – გორში მოკლული ტურისტის გადასასვენებლად 48 ათას ევროზე მეტი შეგროვდა

1147
1

“პარასკევს, 9 ოქტომბერს, ჩვენი ულამაზესი ტომი საქართველოში, მდინარე მტკვარმა გამორიყა. ის სასტიკად, ტრაგიკულად დაიღუპა ხუთი ბოროტი ადამიანის ხელით”, – 7 ოქტომბერს, გორში მოკლული ტურისტის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, 28 წლის ტომ კენედის ოჯახის ახლობლების ამ განცხადებას არაკომერციული პლატფორმა GoFundMe ავრცელებს

ისინი მიმართვაში აღნიშნავენ, რომ იწყებენ თანხის შეგროვებას, რათა კოვიდპანდემიის გამო გართუებული რეგულაციების პირობებში, კენედის სახლში დაბრუნება შეძლონ.

ამავე საიტის მიხედვით, ტომ კენედის სამშობლოში გადასასვენებლად უკვე შეგროვდა 48 296 ევრო.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემოწირულობა არ დაფარავს მხოლოდ გადასვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს და მას ასევე გამოიყენებენ, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა საქართველოში ჩასვლა და სასამართლო პროცესებზე დასწრება შეძლონ:

“ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი. ახლა ძალიან რთულია ტომის სახლში დაბრუნება კოვიდშეზღუდვების გამო, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ამ პლატფორმას, რათა ტომი რაც შეიძლება მალე ჩამოვასვენოთ სამშობლოში.

ჩვენი მიზანია ფულის შეგროვება იმისთვის, რომ დავაფინანსოთ ტომის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯები. ასევე იმისთვის, რომ მისმა მშობლებმა შეძლონ საქართველოში ჩასვლა და სასამართლოზე დასწრება.

ნებისმიერი დიდი თუ პატარა შემოწირულობა დიდად დაფასდება, გთხოვთ გააზიაროთ და დავეხმაროთ ჩვენს ბიჭს სახლში დაბრუნებაში,” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, 28 წლის ტურისტი, ტომ კენედი გორში 7 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიების თანახმად, 4 პირი უცხოელ ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდო.

მომხდარზე შსს-მ  10 ოქტომბერს  5 პირი დააკავა.

ამავე თემაზე:

„მარტომ, გაძარცვის მიზნით „გათიშა“ – ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ძმა: ხუმრობა ეგონა, არ იცოდა, რომ პოლიციისთვის უნდა ეცნობებინა

ერთი წამით შორიდან შეხედეთ ჩვენს „ღვთით კურთხეულ“, „ღვთისმშობლის წილხვედრ“ ქვეყანას – კანიბალები და უღმერთოები ვჩანვართ: გიორგი სუხიტაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g